ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება - ოპოზიცია ერთი თუ ბევრი მიტინგის ანაბარა ნუ იქნება! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის აზრით, მთავრობის ცვლილება, არასტაბილურობა და "ქართულ პოლიტიკაში სხვა მომენტების შემოტანა" იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირმა მიიღო.

მისივე თქმით, მიტინგით მანიპულირება დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი არ არის.

"ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. ჩვენ გვაქვს ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, რომ რეკომენდაციები ხარისხიანად შესრულდეს.

საქართველოში მიტინგის ჩატარებას არავის უშლიან, ისევე როგორც აზრის გამოხატვას, მაგრამ არსებობს მიტინგზე უფრო მძლავრი და დიდი იარაღი, რაც ქართველ ხალხს გააჩნია - ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული - ეს არის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს არასოდეს არ აღიარებს, არჩევნები ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ამ კონსტიტუციურ პროცესს და იმ პერსპექტივას მივყვებით, რაც ქვეყანას ევროკავშირმა გაუხსნა.

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ვერ იმარჯვებს და სწორედ მისი გეგმის ნაწილია ყველა სიტუაცია გამოყენებული იყოს დესტაბილიზაციისთვის და ესკალაციისთვის, რითაც ხელში ხელისუფლების ჩაგდება უნდათ.

საქართველოში ამაზე ათჯერ უფრო დიდი მიტინგიც ყოფილა, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ჩვენ იმ მიტინგის შემდეგ ხელისუფლების გადადგომა არ მოგვითხოვია - მიტინგის შემდეგ საარჩევნო უბანთან მივედით და ხელისუფლების ბედი გადავწყვიტეთ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვეს ამ დესტრუქციულ მოთხოვნებს და ყველამ თავისი პოლიტიკური გემოვნება საარჩევნო უბანთან გამოხატოს. "ქართული ოცნება" ერთადერთი ხელისუფლებაა, ვინც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან