ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ალიანსი არ განიხილავს შავ ზღვაზე ბლოკადის მოხსნაში თავისი სამხედრო ძალის ჩართვის შესაძლებლობას

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანეს განცხადებით, ალიანსი არ განიხილავს შავ ზღვაზე ბლოკადის მოხსნაში თავისი სამხედრო ძალის ჩართვის შესაძლებლობას. ამის შესახებ მან Европейская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ამან აღნიშნა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსმა ქმედებამ შეიძლება ვითარების გამწვავება გამოიწვიოს.

„ნატოს სამხედრო ძალის ჩართვა არ დაეხმარება ვითარებას გადაჭრას. პირიქით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს გაამწვავებს მდგომარეობას“, - განაცხადა ჯოანემ და განმარტა, რომ ახლა პარტნიორები სხვა გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

მისი თქმით, პირველი ვარიანტია, მარცვლეულის ექსპორტი სარკინიგზო და საავტომობილო გზით მოხვდეს ევროპულ პორტებში. როგორც ნატო-ს გენმდივნის მოადგილემ განაცხადა, ყველა ნაკლის მიუხედავად ამ გზით შესაძლებელი გახდება მარცვლეულის ნაწილის გატანა.

„მეორე ვარიანტი- რომელიც ნამდვილად ძალიან რთულია - უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფაა შავ ზღვაში. მისი თანაორგანიზატორი იქნება რუსეთი, რადგან რუსეთი ამ სცენაზე მოთამაშეა“, - განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა