ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაკარგული ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სტიქიის ადგილზე გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს