გერმანიის ვიცე-კანცლერი - გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.

„ზამთარში არსებობს ისეთი სცენარის საშიშროება, როდესაც რეალურად უნდა დაწესდეს შემცირება. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ევროპასა და გერმანიაში და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება.

„ჩვენ ჯერ იქამდე არ ვართ მისული, მაგრამ იმისათვის, რომ არ მივიდეთ, გვჭირდება გადამწყვეტი, ერთობლივი, სოლიდარობაზე დამყარებული და, უპირველეს ყოვლისა, ძალიან სწრაფი მოქმედება“, - აღნიშნა გერმანიის იცე-კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1-ის მილსადენით გაზის მიწოდება შეამცირა, რამაც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა გერმანია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა