ნატო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას 300 000-მდე გაზრდის

ნატო მნიშვნელოვნად, 40 000-დან 300 000-მდე გაზრდის მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალების რაოდენობას. მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ მოკავშირეები გააფართოებენ ჯარების განლაგებას ნატოს ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან რუსეთთან.

„ჩვენ განვახორციელებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რეორგანიზებას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ორშაბათს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ.

ცნობისათვის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ამჟამად დაახლოებით 40 000 ჯარისკაცისგან, მეზღვაურისა და საჰაერო ძალებისგან შედგება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა