ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას გაუსვა ხაზი

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, კერძოდ, ექსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის იძულებითი შეზღუდვით. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკიმ ომის პირობებში ეკონომიკურ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხალხის სამუშაოზე დაბრუნება საშუალებას მისცემს დასახლებებში ეკონომიკური პროცესები დაიწყოს, რადგან დღეს უკრაინაში ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი 5 მილიარდი დოლარია.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის მნიშვნელობას და სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, განიხილონ ეფექტური მექანიზმები მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს ასევე შესთავაზა შეიქმნას ეფექტური გლობალური მექანიზმი რუსეთის გაყინული ან დაკავებული აქტივების კონფისკაციისთვის, რაც, მისი თქმით, უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი სხვა პოტენციური აგრესორების მეზობლებზე თავდასხმის შესაჩერებლად.

მან მოუწოდა G7 ქვეყნებს წაახალისონ თავიანთი კომპანიები, განიხილონ უკრაინა, როგორც რუსული მიმართულების ალტერნატივა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს აგრესორ ქვეყანასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი წვდომა ექნება გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს დაუბეგრავი წვდომა წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ბაზრებზე. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის მნიშვნელობა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს იქნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს G7 ქვეყნებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები