ბრიუსელში თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბრიუსელში თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის ალიანსში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შაბათს, მოგვიანებით დღეს შევხვდები შვედეთის პრემიერ-მინისტრ ანდერსონს. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, ფინეთის პრეზიდენტმა ნიინესტემ და შვედეთის პრემიერმა ანდერსონმა მიიღეს ჩემი მოწვევა ხვალ მადრიდში შეხვედრასთან დაკავშირებით. დღეს კი ნატოს შტაბ-ბინაში ჩვენ ვატარებთ მორიგ შეხვედრას სამი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.