გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალია, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის და 12 - პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას და მთავრობა გადადგეს.

გიორგი ვაშაძე, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება" არ დაემორჩილება საზოგადოების მოთხოვნას, მათი ყოველი დღე დამძიმდება.

„ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნასა და 12 - პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით. მთავრობა უნდა გადადგეს! ჩვენ ოპოზიცია ამას დავთანხმდით ჯერი „ქართულ ოცნებაზეა". თუ ჩვენ ვამბობთ, რა გამოსავალი აქვს „ქართულ ოცნებას"? - მხოლოდ ეს, რადგან ყოველი შემდგომი დღე მათ დაუმძიმდებათ. მე როდესაც 2-3 თვის წინ ვამბობდი, რომ რადიკალურად შეიცვლებოდა ვითარება „ქართულმა ოცნებამ" ყურად არ იღო, თქვეს, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ვაკეთებდით ზედაპირულ განცხადებებს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ ვთქვით მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ აქვს დახურული. არცერთ შემთხვევაში არ ჩავაბარებთ საქართველოს ეროვნულ პერსპექტივას „ქართულ ოცნებას".

პირდაპირ ვამბობ, პირველი - ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა, სამოქალაქო სექტორმა დააყენა, სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და შემიძლია პირდაპირ ბრიუსელიდან დაგიდასტუროთ ეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რა უნდა მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ"?!, ყველას ესმის, რომ 3 ივლისამდე, არის ვადა „ქართული ოცნებისთვის", რომ ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზებისთვის. დღეს საქართველოს საელჩოშიც მქონდა შეხვედრა და ღიად ვთქვი, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ღიად უნდა ისაუბროს ამ პრობლემებზე, რის წინაშედაც „ქართულმა ოცნებამ" დააყენა ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის