ვანო მაჭავარიანი - 12 პუნქტის შესრულება „ქართული ოცნების" რეცეპტით არ უნდა იყოს -  ღარიბაშვილი ამ პროცესს ვეღარ წარუძღვება, რადგან  მისადმი ნდობა არ არის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

მოდით პირდაპირ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ ისტორიას ჩამორჩა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი არ ენდობა.

„უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მისცეს და შემდეგ წინაპირობები უნდა დააკმაყოფილონ,რადგან მათ ხელისუფლებას ენდობიან, საქართველოს მისცეს პირობები და მხოლოდ და მხოლოდ ამის დაკმაყოფილების შემდეგ დაიწყება კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ევროკავშირი არ ენდობა.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, ისტორიას ჩამორჩა „ქართული ოცნება“, რადგან მოსახლეობამ აჩვენა, რომ ის ე.წ. განრიგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა - რომ „არ არის სასწრაფო კანდიდატის სტატუსი, არაფერს ვკარგავთ, ომში არ ჩაერთეთ“, ეს არავინ მიიღო. მოსახლეობამ, სამოქალაქო სექტორმა გაუსწრო ხელისუფლებას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესრულება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს, „ქართული ოცნების“ რეცეპტით არ უნდა ხდებოდეს და, მისივე თქმით, ამ პროცესს ირაკლი ღარიბაშვილი ვერ წარუძღვება.

„პარალელურ საქართველოში ცხოვრობს „ქართული ოცნება“ და დანარჩენი სხვები. მე მხარს ვუჭერ დიალოგს, რომ ეს დიალოგი გაიმართოს სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავისი ადგილი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, რომ დაიძლიოს ის კრიზისი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი.

12 პუნქტის შესრულება „ქართული ოცნების რეცეპტით კი არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს ჯგუფი, ღარიბაშვილი როგორც ჩანს ამ პროცესს ვეღარ წარუძღვება იმიტომ, რომ მისადმი ნდობა არ არის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ მის ძალიან ახლობლებშია“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გადაცემაში ვანო მაჭავარიანმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილიცაა ჩართული.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მას არ გაუკვირდება თუ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების რუსული კავშირი დადასტურდება.

„სიმართლე გითხრათ, ვუყურებ რა დეპუტაციას, ქართული ოცნების“ პოლიტიკური, ეკონომიკურ თუ ფინანსურ ელიტას, არ გამიკვირდება და არც ახალი არავისთვის არ იქნება, რომ მათი რუსული ბიზნეს, პიროვნული თუ პოლიტიკური კავშირები რეალურად არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი, ის რუსეთში იყო პოლიტიკასთან ძალიან ახლოს, ეს ყველამ იცის და არ უნდა გამოგონება, რომ მეცენატია, ბიზნესმენია, გასაგებია რაც არის, ყველამ ვიცით. მისი რუსული კავშირებია, რომელზედაც მათ შორის რეზოლუციაშიც ძალიან კონკრეტულად იქნა კითხვა დასმული, ასევე სენატში და კონგრესშიც იგივე კითხვა დაისვა და გამომდინარე ომიდან, რაც მიმდინარეობს უკრაინაში, ამ კავშირების დამტკიცება და უარყოფა მოუწევს ერთსაც და მეორე მხარესაც. მაგრამ ის, რომ ბატონ არახამიას რაღაც ინფორმაცია ჰქონდეს და დადოს მთელი რიგი მტკიცებულებები ამა თუ იმ ბიზნეს გარიგებებზე, მე მგონი ეს არავის არ გაუკვირდება და ეს არის ძალიან დიდი მიკროსკოპის ქვეშ უკვე რამდენიმე თვეა და აფრთხილებენ საქართველოს მთავრობას, რომ არანაირი შავი ხვრელები არ შექმნათ საქართველოში.

ვინმეს გონია, რომ ბზინეს გარემო მართლა თავისუფალია და „ქართული ოცნებას“ აფინანსებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გული შესტკივათ და სააკაშვილი არ უყვართ? ძალიან კონკრეტული ბიზნეს-პოლიტიკური გარიგებებია და სახელმწიფო მიტაცების თვალსაზრისით, ბიზნესი იქნება თუ პოლიტიკა თუ სხვა ერთ ბანაკში არიან და არ გამიკვირდება, რომ უკრაინის მთავრობამ რომ მოინდომოს სია, თუ ეს სია რეალურია, დადოს. დადოს ბატონმა არახამიამ, ტყუილად მე მგონი ამხელა ადამიანი, ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაში, არ ილაპარაკებდა, საჭორაოდ არ იქნება ეს თემა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა