უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრეიდან მეხუთე თვეს, ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ეს იქნება კრემლის ლიდერის პირველი ვიზიტი რუსეთის ფარგლებს გარეთ, ომის დაწყების შემდეგ.
პუტინი ეწვევა ტაჯიკეთსა და თურქმენეთს, შემდეგ კი მოსკოვში შეხვდება ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, დუშანბეში დაგეგმილია რუსი დიქტატორის შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონომთან. აშხაბადში კი ის მონაწილეობას კასპიის სამიტში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პუტინის უკანასკნელი ცნობილი საქმიანი ვიზიტი პეკინში თებერვლის დასაწყისში შედგა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"