გიგა ბოკერია - დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს - რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების

ივანიშვილის გარემოცვის, ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების უსინდისო, უტიფარ პროპაგანდასა და ბოდვას არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა იქნება ხელისუფლების სათავეში, ქვეყანა თავისუფალი და დაცული ვერ იქნება.

„ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს, ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი, ქვეყნისთვის საზიანოა. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან, ანუ ძალაუფლების დათმობას თითქმის შეგუებულები. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა, ამ რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება