ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს მოწვევა მიიღო, რომ ნოემბერში, G20-ის სამიტს დაესწროს, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით იუწყება.

„დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მოსალოდნელია ჩვენი მონაწილეობაც (სამიტში). ჯერ კიდევ საკმარისი დროა. ვიმედოვნებ, რომ პანდემია საშუალებას მისცემს ამ ღონისძიების პირადად ჩატარებას“, - განაცხადა თანაშემწემ.

უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდონეზიამ მაინც მიიწვია პუტინი სამიტზე, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან ზეწოლისა რუსეთისთვის მოწვევის გაუქმებაზე.

G20-ის ლიდერების სამიტი ბალიში 15-16 ნოემბერს იგეგმება.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი