ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობებში უკრაინაში შეჭრამდე პერიოდში დაბრუნება არ იქნება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, არ შეიძლება ის კავშირი დაბრუნდეს რუსეთთან, რაც უკრაინის ომამდე იყო.

მისი თქმით, მოსკოვის მიერ წარმოებული ომი "საერთაშორისო ურთიერთობებში არის ღრმა ჭრილობა".

"დიდი შვიდეულის ქვეყნების" სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ ომი არის "გრძელვადიანი ცვლილებების საკითხი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებს".

"რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდში დაბრუნება არ იქნება", - აღნიშნა შოლცმა.

შოლცმა დასძინა, რომ "დიდი შვიდეულის ქვეყნებს" რაც აერთიანებს, არის "დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან