ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი უარს ამბობს შეთანხმებების მიღწევაზე და ამაში სომხეთს ადანაშაულებს

სომხეთს არ აქვს ილუზია, აზერბაიჯანის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეთანხმებების ჩაშლას უკავშირდება, რადგან ეს მის წინააღმდეგ ომის ლეგიტიმურობის პირობების შესაქმნელად კეთდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანი უარს ამბობს შეთანხმებების მიღწევაზე და ამაში სომხეთს ადანაშაულებს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს. ჩემი აზრით, ეს კეთდება იმისათვის, რათა შეიქმნას პირობები სომხეთის წინააღმდეგ ომის ლეგიტიმურობისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ხდება სამშვიდობო დღის წესრიგის შემდგომი წინსვლა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა უარი თქვა რეგიონული სარკინიგზო კომუნიკაციების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ბლოკავს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის პროცესს, რათა სომხეთი ბლოკადაში ამყოფოს. „აზერბაიჯანი 30 წელზე მეტია ახორციელებს ბლოკადის პოლიტიკას სომხეთის წინააღმდეგ, ახლა კი აგრძელებს პროცესის ტორპედირებას სომხეთის ბლოკადაში შენარჩუნების მიზნით, რადგან, მათი აზრით, ეს პოლიტიკა ეფექტურია და გვართმევს შესაძლებლობას მივიღოთ სარკინიგზო კავშირი რუსეთთან და ირანთან, ასევე კავშირები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს შორის. ჩვენ უკიდურესად დაინტერესებული ვართ კომუნიკაციების გახსნით და აზერბაიჯანი, 9 ნოემბრის განცხადებების დარღვევით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სომხეთი დარჩეს ბლოკადაში“, - განაცხადა მან.

ასევე, ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა ორჯერ თქვა უარი დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიების ერთობლივი სხდომის გამართვაზე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები