კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრუდომ რუსეთზე დაწესებული ახალი სანქციების შესახებ გერმანიაში, "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა.

როგორც BBC-ი იუწყება, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 6 ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის სანქცირებას, ასევე უკრაინის 15 მოქალაქის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას მხარს უჭერს. სანქცირებულთა სიაშია ასევე ბელარუსის მთავრობის 13 წარმომადგენელი და თავდაცვის პირია.

კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების მიზანი, "კრემლის დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა".

ამასთან, ტრუდომ დასძინა, რომ კანადის გადაწყვეტილება "დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან ერთად იქნება მიღებული, რომელიც არის მსოფლიო ლიდერების მიზანი, გააძლიერონ მათი "უწყვეტი და კოორდინირებული ზეწოლა, რათა ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული ომი დასრულდეს".

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე