პაატა მანჯგალაძე - კობახიძის ადგილზე არ ვისაუბრებდი კიტოვანსა და იოსელიანზე - მამამისი იდეოლოგიურად უჭერდა მხარს ხელისუფლების დამხობას, ამ პარლამენტის დანგრევას და მეტიც, გადატრიალების საფუძველზე გახდა პარლამენტის წევრი

კობახიძის ადგილზე საერთოდ არ ვისაუბრებდი არც კიტოვანზე და არც იოსელიანზე - მისმა ოჯახის წევრმა ისარგებლა მაგ პროცესით და მე მეუბნება, რომ მე მინდა კიტოვანი და იოსელიანი? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყანაში დეპოლარიზება იმის პროპორციულად დაიწყება, რა პროპორციითაც „ქართული ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებას დაიწყებს.

„დეოლიგარქიზაციის გარეშე და მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნების გარეშე დეპოლარიზება ვერ დაიწყება. კრიზისულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი ეროვნული მთავრობის შექმნაა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ყვარყვარეს ფილოსოფია აქვთ შემოტანილი, რომ მათ მოსვლამდე იყო ბნელი და უკუნი და თუ არ იქნებიან, ისევ ბნელი და უკუნი იქნება, ასე არ გამოვა. 12 პუნქტი „ქართული ოცნების“ მონაწილეობით უნდა შევასრულოთ და ამის შემდეგ ჩავნიშნოთ არჩევნები.

ცოცხალი დათვის ტყავის განაწილებას არ ვაპირებთ. როგორც კი, ხელისუფლება გადადგება, მათ შორის „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი უმრავლესობა შეიკრიბება და ის აირჩევს მთავრობას. სირაქლემას პოზიციაში ჩავდგე და ხალხს ვუთხრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „შარლ მიშელზე“ კი გადაგვაგდო, მაგრამ ახლა 12 პუნქტს შეასრულებსთქო? ტექნიკური მთავრობა არის 12 პუნქტის განმახორციელებელი ორგანო და ის, რომ ახლა კობახიძე იოსელიანით, კიტოვანით და ვიღაცებით აშინებს ხალხს, თუ ვინმემ ისარგებლა იოსელიანით და კიტოვანით, არის კობახიძის ოჯახი. მის ადგილზე საერთოდ არ ვისაუბრებდი არც კიტოვანზე და არც იოსელიანზე, მამამისი იდეოლოგიურად უჭერდა მხარს ხელისუფლების დამხობას, ამ პარლამენტის დანგრევას და უფრო მეტიც, იმ გადატრიალების საფუძველზე გახდა პარლამენტის წევრი და მე მეუბნება, რომ მე მინდა კიტოვანი და იოსელიანი? თავის ოჯახის წევრმა ისარგებლა მაგ პროცესით,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?