გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს და პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. 3-3 სამართალდარღვევა აღკვეთეს კახეთის, დასავლეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა. 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

უკანონო თევზჭერის მიმართულებით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, თბილისის ზღვიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან, ასევე, შაორისა და საწირის ტბებიდან ამოღებულია, ჯამში, 4000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვრცლად: https://des.gov.ge/Ge/News/Details/10710

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს