შალვა პაპუაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე - ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით

ტექნიკური მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფები და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას - „ვხედავთ იგივე სახეებს იგივე მოწოდებებით“.

„ამ პოლიტიკურ ჯგუფებს და ორგანიზაციებს არ სურთ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით და არჩევნებზე როგორც გადაწყვეტს ამომრჩეველი, ხალხი, ამას უნდა მიყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ა.შ. ამას ჰქვია დემოკრატია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვიტა და გაანაწილა ის პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა და ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის ნებას. ეს საუბრები არის იგივე წრეზე შესვლა, იგივე სპირალში მოხვედრა, რასაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ახლაც ვერ შეძლებენ. დემოკრატიას ჩვენ ქვეყანაში გვერდს ვერავინ აუვლის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე: რატომ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლის საწინააღმდეგო და რატომ ვერ უნდა შეჯერდეთ ახალი შემადგენლობის მთავრობის დაკომპლექტებაზე, რომელიც წლის ბოლომდე ევროკავშირისგან მოთხოვნილი პუნქტების შესრულებას უზრუნველყოფს? - პაპუაშვილმა უპასუხა: „აქ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ხალხის აზრი და ხალხი ეწინააღმდეგება ამას, ვინაიდან არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰქონოდა და მთავრობა „ქართულ ოცნებას“ დაეკომპლექტებინა. ეს არის დემოკრატიული მანდატი და ამის გვერდის ავლის მცდელობაა, [ტექნიკური მთავრობა]“.

„ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“, ახლა ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არა, ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს დაკომპლექტება, არამედ, ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს. სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადა მისცეს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს