შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პარტიად არ არის ორგანიზებული - ვისაც უნდა პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, პარტიად რეორგანიზდეს!

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად არ არის ორგანიზებული - ვისაც უნდა პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, პარტიად რეორგანიზდეს! - ამ მოწოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიმართავს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არა თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი არასამთვარობო ორგანიზაცია, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციის ხელშემწყობი იყოს, პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული და პოლარიზაციას აღვივებს, რაც მათ ნეიტრალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

“ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად არ არიან ორგანიზებული. ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, უნდა პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, პოლიტიკურ პარტიად რეორგანიზდეს და შემოვიდეს ჩვენს მოედანზე როგორც პოლიტიკური პარტია - გაამხილოს საკუთარი თავი როგორც პოლიტიკური პარტია და ამ ველზე იბძოლოს არა კვაზი მედიისა და კვაზი არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, არამედ პოლიტიკური პარტიის სახით, როცა რეალურად პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა