ევროპარლამენტარი სვენია ჰანი - აზრთა მნიშვნელოვანი გაცვლა მქონდა საქართველოს ლიბერალური პარტიების წარმომადგენლებთან

ევროპარლამენტარი სვენია ჰანი აცხადებს, რომ პარტიების - „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „გირჩისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა.

„აზრთა მნიშვნელოვანი გაცვლა მქონდა საქართველოს ლიბერალური პარტიების წარმომადგენლებთან. „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) წევრი ხუთი პარტია ერთად მუშაობს საკუთარი ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ისინი პარლამენტში არსებული ყველა ჯგუფის ახალი, თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ, იმისთვის, რომ ერთობლივად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“- წერს ევროპარლამენტარი „ფეისბუქზე“.

სვენია ჰანი აცხადებს, რომ როგორც პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტს, სჯერა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული პარტიების მხარდაჭერა მათ მუშაობაში, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებისკენაა მიმართული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა