დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაყრასა და კაპიტულაციაზე

უკრაინაში ომი, შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს თუ კიევში გასცემენ ბრძანებას იარაღის დაწყობასა და კაპიტულაციაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მის განცხადებას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„უკრაინულ მხარეს შეუძლია ყველაფერი მიმდინარე დღე-ღამეში დაასრულოს. საჭიროა ბრძანება ნაციონალისტური ქვედანაყოფებისთვის დააწყონ იარაღი, საჭიროა ბრძანება უკრაინელი სამხედროებისთვის, დააწყონ იარაღი და საჭიროა რუსეთის ფედერაციის პირობების შესრულება. ყველაფერი შეიძლება დასრულდეს დღის ბოლოს. დანარჩენი უკვე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის საფიქრალია“, - განაცხადა პესკოვმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება