ოლაფ შოლცი - “დიდი შვიდეულის“ ლიდერები ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი - გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის

ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტი შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამიტი ინტენსიური და კონსტრუქციული იყო.

„დავასრულეთ ინტენსიური და კონსტრუქციული დღეები. ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ გადახდილი ეკონომიკური და პოლიტიკურ ფასი გაიზარდოს, “- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერები ასევე დაუპირისპირდებიან "რუსულ ნარატივს", რომ მათ აგრესიას მხოლოდ დასავლეთის ქვეყნები უპირისპირდებიან. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ეს "ეს ასე არ არის".

გერმანიის კანცლერმა ევროპელ ლიდერებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ გარდა ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერისა, საჭიროა დამატებითი თანხის მობილიზება უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის.

”ჩვენ გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის, ეს კარგად უნდა დაიგეგმოს და კარგად განვითარდეს“, - აღნიშნა შოლცმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა