გიული ალასანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე - ძალიან კმაყოფილი დავრჩი - ეს არის მათი რეკომენდაცია, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ

ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა.

ალასანიას თქმით, სურვილი აქვს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ. ამას უნდა მოჰყვეს სასამართლო პროცესი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

რამდენიმე თვე ვიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება შესაბამისი კლინიკა და შესაბამისი გამოკვლევა”,- განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის "ქართული ოცნების" განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტარების განცხადებებით გაკვირვებულია.

“მოვისმინე პარლამენტარების განცხადებები და ცოტა გაკვირვებული დავრჩი. ამ დოკუმენტს ხელს აწერენ გავლენიანი პირები და ასეთი იგნორირება ევროპის , რომლებსაც მიმართეს თხოვნით ევროკავშირში მიღება, უცნაურია, ეს არ არის სწორი. ალბათ, არც გამოვა აქედან არაფერი. აქციები რისთვის იმართება? ჩვენი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ესენი რას უჭერენ მხარს ვერ გავიგე”,- განაცხადა ალასანიამ.

ინფორმაციისთვის, დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა