ბულგარეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის განცხადებით, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევება იგეგმება. ამის შესახებ BGNES-ი იუწყება.
პეტკოვის თქმით, გაძევებულ რუსებს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ეწეოდნენ „არაჩვეულებრივ საქმიანობას“, რომელიც ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს.
"ეს არ არის აგრესია რუსი ხალხის წინააღმდეგ. ვინც საგარეო ინტერესებისთვის მუშაობს, იძულებული იქნება, დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც მოვიდა", - ხაზგასმით აღნიშნა ბულგარეთის პრემიერმა.
მანვე დასძინა, რომ გაძევებული რუსების უმეტესობა უშუალოდ მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურში და მათი დიპლომატიური სტატუსი იყო საფარველი.
„კვირას ველოდებით 70 ადგილიან თვითმფრინავს, რომელიც გაემგზავრება მოსკოვში“, - განაცხადა პეტკოვმა.

























