რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

დნიპროპეტროვსკის გუბერნატორის ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსეთმა რეგიონში ექვსი რაკეტით თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

„მტრის მასობრივი თავდასხმა დნიპროპეტროვსკის რეგიონზე. ექვსი რაკეტა!!!“, - აღნიშნა მან „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ სამი რუსული რაკეტა გაანადგურა დნეპრისა და სინელნიკოვსკის რაიონებში.

დნეპრში რუსული თავდასხმის შედეგად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო საწარმო განადგურდა.

როგორც დნიპროპეტროვსკის გუბერნატორმა განაცხადა, ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ კომპანიასაც. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. სინელნიკოვსკის რაიონში ნგრევის მასშტაბები ზუსტდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა