იენს სტოლტენბერგი - გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "ფანტასტიკური სიახლე" უწოდა.

„შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩვენს ბრწყინვალე ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის", - დაწერა ჯონსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს