შოტლანდიაში შეთავაზებით გამოდიან, დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი 2023 წელს გაიმართოს

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი შეთავაზებით გამოვიდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართოს.

სტარჯონის თქმით, კითხვა იგივე იქნება, რაც 2014 წელს გამართულ რეფერენდუმზე: „უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“. კენჭისყრის გამართვასთან დაკავშირებით, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ოფიციალური თანხმობისთვის წერილობით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს პირველი მინისტრის წინადადებებს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია იმის შესახებ, რომ „ახლა არ არის დრო“ მორიგი რეფერენდუმის ჩატარებისთვის, არ შეცვლილა.

„ჩვენ ამას ძალიან ფრთხილად შევისწავლით და სათანადოდ ვუპასუხებთ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ფოკუსი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკის მშენებლობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ გვექნება უფრო ძლიერი ეკონომიკა და უფრო ძლიერი ქვეყანა ერთად“- განაცხადა ჯონსონმა.

როგორც სტარჯონმა აღნიშნა, ნებისმიერი რეფერენდუმი უნდა იყოს "უდავოდ კანონიერი" და კონსტიტუციური.

მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოს მოუწევს გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შოტლანდიის მთავრობას უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის გარეშე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“