უკრაინის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის, როგორც მუდმივი წევრის გარიცხვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში მიმართვისას, რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, გარიცხვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას CNN აქვეყნებეს.

ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას გასული შაბათის შემდეგ, უკრაინაზე განხორციელებული რუსული თავდასხმები ჩამოთვალა, მათ შორის საჰაერო იერიშები საცხოვრებელ კორპუსზე კიევში, კვირას საბავშვო ბაღის ეზოში რაკეტის ჩამოგდება და ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმა.

ამის შემდეგ, უკრაინის ლიდერმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თუ რომელი მათგანი არ ეთანხმება, რომ ეს ტერორიზმია?

"გაეროს ქარტია გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარ პასუხისმგებლობას ანიჭებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა. გაეროს ქარტიის მე-2 თავის მე-6 მუხლი ნათლადაა აღნიშნული, რომ გაეროს წევრი, რომელიც გამუდმებით არღვევს წინამდებარე ქარტიაში მოცემულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი გლობალურ დონეზე. ის კვლავ რჩება გაეროს სტრუქტურებში და სარგებლობს კიდეც იმ ადგილის პრივილეგიებით, რომელიც მას უკავია. რუსეთს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შესახებ კენჭისყრის განხილვაში, რომელიც რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და უბრალოდ კოლონიალისტურია. მოგიწოდებთ, ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას ჩამოართვათ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უფლებამოსილებები. ეს შესაძლებელია. ეს აუცილებელია. ეს სამართლიანია. რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში