ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სწრაფ რატიფიცირებას ელის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სწრაფ რატიფიცირებას ელის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის მე-2 დღის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესში მოკავშირეები მზად არიან, რომ აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს.

„ჩვენ, სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთი და ფინეთი მოვიწვიოთ, რათა გახდნენ წევრები, ეს უპრეცედენტოდ სწრაფი ქმედებაა. მოწვევის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება რატიფიკაციის პროცესი 30 პარლამენტში. ამას ყოველთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მე ასევე ველი, რომ ეს პროცესი სწრაფად წავა, რადგან მოკავშირეები მზად არიან სცადონ, რომ რატიფიკაციის პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, თურქეთი დათანხმდა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესს მხარი დაუჭიროს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა