სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორ თვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.

სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

„იყო ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები. ჩაითვალა და გამოსვლებიც იყო თითქოს, ჩვენ მოლაპარაკებაზე წავედით და ისინიც მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, მაგრამ 3- კვირიანი პაუზა იყო იმისა, რომ არაფერი გაკეთებულიყო. რაღაც გაურკვეველი იმედებია, მაგრამ რეალურად შედეგის მომცემი არც ერთი არ არის. ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, ნუგზარ ფოცხიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია