ადვოკატი - რამდენად შეძლებს სააკაშვილი 11 ივლისს სასამართლო პროცესზე დასწრებას, რამდენიმე დღით ადრე გადაწყდება

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წუხს იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს წინაშე ამჟამად არის. მისი თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ხელისუფლების შეცდომებისთვის ფასის გადახდას.

ადვოკატის განცხადებით, უცნობია დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი 11 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.

“მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავაც უცვლელია. ჩვენ ვემზადებით სასამართლო პროცესებისთვის, შემდეგი პროცესი დანიშნულია 11 ივლისს. პრეზიდენტი ძალიან წუხს იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ამჟამად აქვს შექმნილი, რაც ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების გამო არის შექმნილი და მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ შეცდომებისთვის ფასის გადახდას. მას აქვს სურვილი დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რომელიც იმართება მის წინააღმდეგ. თუ რამდენად შეძლებს პროცესზე დასწრებას, გადაწყდება რამდენიმე დღით ადრე”,- განაცხადა თუთბერიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა