ნიკოლოზ ვაშაკიძე - ივანიშვილის მცდელობას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ფასადური გადანაწილებებისა და ფსევდოოპოზიციური ძალების შექმნით, წარმატების მცირე შანსი აქვს

მადრიდის ნატო-ს სამიტზე დარეგულირდა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემა - როგორც მოსალოდნელი იყო, გაირკვა, რომ თურქეთის უარყოფითი პოზიცია ამ საკითხის მიმართ პრინციპულ ხასიათს არ ატარებდა, არამედ იყო სხვა მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი და, როგორც ჩანს, თურქეთმა მიიღო შესაბამისი დათმობები ამ ქვეყნებისგან და აშშ-სგან, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომლის კომენტარსაც მისი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაშაკიძის თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი სხვა მრავალ მოვლენასთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ.

„მრავალი ექსპერტი აღნიშნავს და, ვფიქრობ, რომ მაგალითად, პუტინის შიშველი ტორსის თემის გაშარჟება დიდი შვიდეულის სამიტზე ნიშნავს, რომ ის ამ ჟესტით საბოლოოდ გარიცხეს მსოფლიო ლიდერების კლუბიდან და, შესაბამისად, მასთან სტრატეგიული გარიგების საკითხი ამოღებულია დღის წესრიგიდან. ნიშანდობლივია, ასევე, ლიტვის ხისტი პოზიცია კალინინგრადის ოლქის მიმართულებით ტრანზიტის შეჩერებაზე, რასაც, ბუნებრივია, ეს ქვეყანა ძლიერი პარტნიორების მყარი გარანტიების გარეშე არ გააკეთებდა. „ლენდლიზის“, უკრაინისთვის ევროპის სამხედრო დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პროცესები და მათი შედეგები რამდენიმე თვეში პიკს მიაღწევს და, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში მივიღებთ რუსეთის სერიოზულ მარცხს და მის მნიშვნელოვან უკან დახევას საერთაშორისო არენაზე.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მალე ძალიან ხისტი ზეწოლის ქვეშ მოექცევა. ვფიქრობ, დასავლეთი ამჯერად არ დაიშურებს ძალ - ღონეს, რომ საქართველო გარანტირებულად ამოგლიჯოს რუსეთის გავლენის ორბიტიდან. ამდენად, ივანიშვილის მცდელობას შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ფასადური გადანაწილებებისა და ფსევდოოპოზიციური ძალების შექმნის მეშვეობით, წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს.

საქართველოს კიდევ ერთხელ უჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, რომ სერიოზულად განამტკიცოს სახელმწიფო, დემოკრატია, ეკონომიკა და მყარად მოახდინოს ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში. როგორც ყოველთვის, ეს შანსი სულ რამდენიმე წელიწადს გასტანს და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ“,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა