ალეკო ელისაშვილი - 3 ივლისს აქციაზე არ მივალ - ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები, „სახლობანად“ მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ

ან “ქართული ოცნება“ ამ ექვს თვეში ევროპის საბჭოს რეკომენდაციების 12 პუნქტს შეასრულებს ან ამის მერე ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იყოს, - ეს განცხადება პარლამენტში დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ასეთი მკაფიო დღის წესრიგი არასდროს ჰქონია და ახლა მთელი ძალისხმევა 12 პუნქტის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ალეკო ელისაშვილი საპროტესტო აქციებზე დაყენებულ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ტექნიკური მთვარობის ფორმირების შესახებ “გაუგებარ ფანტაზიას“ უწოდებს.

“3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ. ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. იქ იდეის გამო ვიყავი. ჩემი მიზანია საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც „სახლობანაში“ ვერავის დავეხმარები. „სახლობანად“ მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი. რაღაც „სახლობანა“, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. საბოლოო ჯამში, იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ისევ პარლამენტში უნდა მოვიდნენ და ეს ყველაფერი რას ემსახურება?! - ენერგიის გაფანტვას და "ქართული ოცნების" გაძლიერებას. როგორც დაეხმარნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში, რომლებიც ამ დოკუმენტს ხელს ერთი წელით არ აწერდნენ - ეს ან შეთანხმებული თამაშია, რასაც ბოლომდე ვერ ვხვდები ან "ქართული ოცნების" უნებური დახმარება. ახლა სასწორზე საქართველოს პერსპექტივა დევს - ან მართლა ევროპული პერსპექტივის ქვეყანა ვიქნებით ან გავხდებით ტამბოვის გუბერნიის ნაწილი, რაც კატასტროფაა. ევროპული გზის აცდენაა გაუგებარი მთავრობების მოთხოვნა - ამაში ვერავის დავეხმარები, ამიტომ აქციაზე არ მივალ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა