ინდონეზიის პრეზიდენტი, „დიდი ოცეულის ქვეყნების“ თავმჯდომარე კიევში ჩავიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, „დიდი ოცეულის ქვეყნების“ თავმჯდომარე კიევში ჩავიდა

ინდონეზიის პრეზიდენტი, „დიდი ოცეულის ქვეყნების“ თავმჯდომარე ჯოკო ვიდოდო კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტს ჩასვლისას უკრაინის ოფიციალური პირები დახვდნენ.

„თერთმეტსაათიანმა მატარებლით მგზავრობამ პოლონეთის ქალაქ პრზემისლიდან უკრაინის დედაქალაქამდე შეუფერხებლად ჩაიარა“, - წერს ვიდოდო.

მოგზაურობის დაწყების წინ ინდონეზიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო მისიას იწყებს.

ამასთან, ინდონეზიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მოუწოდებს, რომ დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კი მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს ომი, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი შეჩერდეს.

„ჩემი მისიაა, რომ მოვუწოდო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის კონტექსტში გახსნას სივრცე დიალოგისთვის, იმიტომ რომ ომი უნდა შეწყდეს და სურსათის მომარაგების ჯაჭვი ხელახლა უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა ვიდოდომ.

როგორც ცნობილია, ვიდოდო ნოემბერში „დიდი ოცეულის ქვეყნების“ სამიტს უმასპინძლებს.