დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.

„სპეციალური მაცივრები გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე, 500 ცივი ყუთი გადასცა, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.

ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ამასთან, სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში სპეციალური ცივი ოთახი მოეწყობა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს