ლიზ ტრასი - ჩემი გზავნილია: რუსეთი ჯერ დავამარცხოთ და შემდეგ მოველაპარაკოთ!

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს.

”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ეს არის ერთადერთი გზა, რომ მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა ტრასმა ნატო-ს პანელზე საუბრისას.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ უნდა დაიწყოს.

„არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს მოლაპარაკებების გარკვეული შესაძლებლობა ახლა, სანამ რუსეთი ჯერ კიდევ უკრაინაშია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს ცრუ მშვიდობას და გამოიწვევს აგრესიას მომავალში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულიდან გაკვეთილები, მაგალითად, მინსკის პროტოკოლის მარცხი, იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. ასე რომ, ჩემი ძალიან ძლიერი მესიჯი არის ის, რომ რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან