ვოლოდიმირ ზელენსკი - ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანებულიყო?

ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანებულიყო? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის მე-2 დღეს, ალიანსის ლიდერებს მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთო სივრცეში ადგილი უნდა იპოვოს.

„ნუთუ უკრაინას არ გადაუხდია საკმარისი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანებულიყო? ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია ჩვენი წვლილი როგორც ევროპის, ისე მთელი ცივილიზაციის დაცვისთვის? შემდეგ კიდევ რა არის საჭირო? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და თქვენ, უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთო სივრცეში ადგილი უნდა იპოვოთ. „ნაცრისფერი ზონის“ მოშორება და უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. ახლა ერთ ფაქტზე დაფიქრდით: დღეს, ქვეყანა, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, თქვენი დახმარებით 4 თვეზე მეტია, რაც აკავებს ქვეყანას, რომელსაც ოფიციალურად, თქვენთვის მთავარ საფრთხედ მოიხსენიებთ და ჩვენ, რუსეთს, ჩვენსა და თქვენს განადგურებაში ხელს ვუშლით. დამთხვევაა, რომ ყველა მოკავშირე აღმოსავლეთში, ყველა ჩვენი მეზობელი, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა? არა, ეს არ არის დამთხვევა, ეს არის ლოგიკა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა