ვახტანგ კაპანაძე - ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა გვჭირდება, გარდა იმისა, რას შემოგვთავაზებს ნატო

ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა გვჭირდება, გარდა იმისა, რას შემოგვთავაზებს ნატო , - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

კითხვაზე, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რითი შეიძლება დაეხმაროს ნატო საქართველოს, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მაღალ დონეზე იყოს აყვანილი.

„ჩამოყალიბებული უნდა გვქონდეს სამხედრო სტრატეგია, სამხედრო განვითარების გეგმა, ოპერატიული გეგმები, ქვეყნის თავდაცვისთვის. თუ საქართველო იომებს, იომებს შეიარაღებული ძალები, რომლის თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე, საქართველოში შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. ამ მიმართულებით ალბათ, ჩვენთან სხედან თეორეტიკოსები და განიხილავენ ახალი ომის სახეს, ტენდენციებს და არსებულ გაკვეთილებს. შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი, რა სჭირდება, როგორი თავდაცვისთვის უნდა იყოს ქვეყანა მზად. იმედია, დაიწყება ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის მომზადება, სულისკვეთების ამაღლება წინააღმდეგობის გაწევისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე შეფასებით, დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემამ, არ გაამართლა ისე, როგორი მოლოდინიც არსებობდა.

„როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო დღეს და ხვალ უკვე აღარ უნდა იყოს ის, რაც მანამდე. საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემამ, რომელიც არსებობდა, აღმოჩნდა, რომ ვერ გაამართლა იმ დონეზე, როგორც უნდა გაემართლებინა. რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციებში. ცდილობენ იყვნენ უფრო აქტიურები, ქმედითები, მოქნილები. რუსეთი ერთადერთი, რასაც პატივს სცემს და უფრთხის, ეს არის დაპირისპირებული ძალა. როდესაც ამ ძალას ხედავს, ეს შემაკავებელი ფაქტორი არის იმის გარდა, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რუსეთს არ მიეცეს საშუალება თავისი ამოცანების შესასრულებლად, თუნდაც ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო