ჯო ბაიდენმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით და მთელი იმ წარმოუდგენელი საქმისთვის, რომლის მიხედვითაც, თქვენ მარცვლეულის უკრაინიდან გამოტანას ცდილობთ. თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ“ , - განუცხადა ბაიდენმა ერდოღანს მადრიდში, ნატო-ს სამიტზე.

ერდოღანი კი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური მცდელობები უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანას ხელს შეუწყობს.

„ვლოცულობ, რომ ჩვენ დიპლომატიური გზით ბალანსის აღდგენა შევძლოთ, რათა მივაღწიოთ პოზიტიურ შედეგებს, განსაკუთრებით მარცვლეულის მხრივ“, - განუცხადა, თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას.

ერდოღანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები, ისევე როგორც ნავთობთან და ბუნებრივ აირთან მიმართებით არსებული ვითარება, მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს დავები.

გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ „დიდი ინტერვალის შემდეგ“ მას „დიდი სიამოვნება“ მიანიჭა ბაიდენთან შეხვედრამ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე