იენს სტოლტენბერგი - ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის

იენს სტოლტენბერგი - ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის

ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კითხვას, ვარაუდობს თუ არა ალიანსი, რომ მეორე ცივ ომში შევდივართ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაშიც მისი თქმით, პასუხისმგებლობა უდავოდ რუსეთს ეკისრება.

ალიანსის გენმდივნის განცხადებით, რუსეთი არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იყო მიწვეული და 2010 წელს ნატო-ს სტრატეგიულ პარტნიორადაც კი ითვლებოდა, თუმცა "ეს არის რუსეთი, რომელიც დაშორდა" პარტნიორობის დამყარების მცდელობებს.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთმა ეს საკუთარი საქციელით დაამტკიცა, როდესაც მან ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და 2014 წლიდან, დონბასში ძალას იყენებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია გულუბრყვილოები ვიყოთ. საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს რისკი ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო მოქმედების“, - დასძინა სტოლტენბერგმა.