ხარკოვის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა

ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 კი - დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, 11 წლის გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„რეგიონში ბრძოლა გრძელდება. ხარკოვის მიმართულებით, ოკუპანტები თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ და ცდილობენ ჩვენი სამხედროების შეკავებას. მტერი ჩვენი სამხედროების პოზიციებს, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ესვრის“, - წერს სინეგუბოვი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს