ნანა გაბელიამ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ და აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნანა გაბელიამ, ეპისკოპოსს ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის, აფხაზურენოვანი და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნები გადასცა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს მიღებისთვის. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების შრომა და ღვაწლი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებისა და საკვირაო სკოლების აღსაზრდელთათვის უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ამ ადამიანებს. ვფიქრობ, აფხაზურენოვანი და აფხაზეთთან დაკავშირებული გამოცემები საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ ერთი საუკეთესო შეხსენება იქნება“,- განაცხადა ნანა გაბელიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბელგიის სამეფოსთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან ჭუმბაძე.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?