ჩეხეთის ელჩი - ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის წევრობის ეს პროცესი და მიზანი მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოების ერთიანობას

ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის წევრობის ეს პროცესი და მიზანი მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოების ერთიანობას. გვჯერა, რომ ამის მიღწევა მოხდება, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველო წლის ბოლომდე მიაღწევს რეფორმების შედეგს.

„ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული, გაერთიანებული და ინკლუზიური გზით ძალისხმევის შედეგად მიღწეული რეფორმების შედეგი და ამ რეფორმებით მიღწეული მიზანი წლის ბოლომდე ვიხილოთ და ამ გზით შესაძლებელი გახდეს კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიღწევა", - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, „მიზანი მიღწევადია და ახლოს არის.“ ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქართულ საზოგადოებას სრულიად ახალ ცხოვრებას მოუტანს და ეს სამუშაო პირველ რიგში არის საქართველოსთვის და არა ევროკავშირისთვის.

„ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის წევრობის ეს პროცესი და მიზანი მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის, საზოგადოების ერთიანობას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთიანობა აუცილებელია, გვჯერა, რომ მისი მიღწევა მოხდება,“- აღნიშნა ელჩმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა