ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატო-ს ჩართულობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც ნატო-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დღესვე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს