რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გოჩა ენუქიძე პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოების მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად გაეცნო.
„პროგრამის ფარგლებში ქ. ამბროლაურში კულტურის სახლის უკან მდებარე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, გარე განათება დამონტაჟდა, მოსასვენებელი სკამები განთავსდა, დეკორატიული მცენარეები დაირგა, ასევე, ორი ღია სცენის მოწყობა მიმდინარეობს,“ - განაცხადა ენუქიძემ.
მათივე ინფორმაციით, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"