მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ხელს უშლიან

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ განცხადებით, მათი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან გამართულ პროევროპულ შეხვედრებში ხელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები უშლიან.

ორგანიზაცია მმართველ პარტიას კონტრპროდუქტიული პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულია ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს ადგილი აქვს.

მოძრაობის წევრები 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ ეს მისია „ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის“ იკისროს.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე, თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა სცადეს. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავენ, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები შეწყვიტოს, რაც ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების ერთგულია და სამართალდამცავებს მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ.

მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან