კელი დეგნანი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ პოლიციის ოფიცრებს მადლობას უხდის

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ პოლიციის ოფიცრებს მადლობას უხდის. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

კელი დეგნანი დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის მეორე ღონისძიებას, საერთაშორის კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ელჩმა ქართველ პოლიციელებთან სამახსოვრო ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც საელჩომ გაავრცელა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემით და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები", აცხადებს დეგნანი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა