30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა

30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს.

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სპორტის 7 სახეობაში მოასპარეზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სიგელები გადაეცათ. მათ სიმბოლური საჩუქრები „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმაც“ გადასცა.

„თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

წეროვანში პარა-სპორტის შვიდ სახეობაში შეჯიბრებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჭრილმა სამხედროებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაფრენბურთში, ძალოსნობასა და როუმინგში გამოსცადეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის