ჯო ბაიდენმა მადრიდის სამიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ მსოფლიო შეიცვალა და იცვლება ნატოც

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მადრიდის ნატო-ს სამიტი ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში მიწვევის გადაწყვეტილებით, იყო „ისტორიული“. ამის შესახებ ბაიდენმა მადრიდში, ნატო-ს სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებას, ჩვენი მსოფლიოს გამოწვევებს და იმ საფრთხეებს შეეხებოდა, რომლის პირისპირ ჩვენ მომავალში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ ხვდება ალიანსი „პირდაპირ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი ევროპას უქმნის“ და „იმ სისტემურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის“.

„ბოლოს, როდესაც ნატო-მ შეადგინა ახალი მისია, იყო 12 წლის წინ. იმ დროს, რუსეთი დახასიათებული იყო, როგორც პარტნიორი და ჩინეთი არც კი იყო ნახსენები. მსოფლიო შეიცვალა - მას შემდეგ ძალიან შეიცვალა და ასევე ნატო-ც იცვლება. ამ სამიტზე, ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ალიანსები, რათა შევხვდეთ როგორც რუსეთის პირდაპირ საფრთხეებს ევროპისთვის, ასევე იმ სისტემურ გამოწვევებს, რომელსაც ჩინეთი წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს უქმნის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს