აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება უახლოეს დღეებში იქნება ასახული და იგი მოიცავს ახალ, დასავლურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარის სისტემებსა, დამატებით საბრძოლო მასალებს, HIMARS-ს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ-მა 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი დახმარებით უკრაინა უკვე მოამარაგა.

„ეს არის უკრაინის დასახმარებლად გლობალური ძალისხმევა“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ის უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, ვიდრე ეს იქნება საჭირო.

„არ ვიცი როგორ დასრულდება ეს, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის დამარცხებით არ დასრულდება“, - დასძინა ბაიდენმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს